Mac OS X (მაკინტოშის ოპერაციული სისტემა) არის კომპანია ეპლის (Apple) მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს მაკინტოშის კომპიუტერებზე. ამ ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა გახდა ის რომ კომპანია ეპლს არ ჰქონდა სურვილი მის კომპიუტერებს ემუშავათ ვინდოუსისთვის.
მისი ასე ვთქვათ დებიუტი შედგა 1984 წელს მაკინტოშ 128k-სთვის.
თვითონ ტერმინი Mac OS X არ გამოიყენებოდა 90 წლების შუამდე. მას შემდეგ მაკინტოშის კომპიუტერი წარმოუდგენელია Mac OS გარეშე.
Mac OS ადრეული ვერსიები მხოლოდ მაკინტოშის კომპიუტერებზე იტვირთებოდა, მოტოროლა 68k-ს დაფუძნებულ პროცესორებზე, თუმცა შემდეგ არქიტექტურულად თავსებადი გახდა power PC-სთვის(PPC).
სულ მალე, Mac OS X არქიტექტურულად თავსებადი გახდა intel x86-ზე.
Mac OS X უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წარმოადგენს საკმაოდ წარმატებულ პარადიგმებს, იდეოლოგიებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც ადრეულ ხანებში მაინცდამაინც ვერ მუშაობდნენ ინტეგრირებულად. ეს სისტემა გახდა კომპანია ეპლისა და კომპანია ნექსტის (NeXT) ცდის საბოლოო შედეგი (ეპლიმ გადაწყვიტა უბრალოდ ეყიდათ რომელიმე იმ დროისთვის არსებული პერსპექტიული საოპერაციო სისტემა როდესაც ეპლის გენერალურ მენეჯერს გილ ამელიოს სტივ ჯობსმა, რომელიც იმ დროისთვის საკუთარ NeXT Inc-ს ედგა სათავეში, დაურეკა საქმიანი წინადადებით. ამის შემდეგ ეპლი ყიდულობს სტივ ჯობსის NeXT-ს ძირითადად მისი საოპერაციო სისტემა NeXTStep-ის გამო და აქედან იწყება Mac OS X-ის ისტორიაც).
Mac OS X შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ მაგალითთაგანი, რომელმაც შეძლო მიეღო საუკეთესო შედეგი შეცდომებით თუ უშეცდომოთ: ის რაც დღეს წინ ეშლება მომხმარებელს მონიტორზე.
Mac OS X პირველად ახსენეს ეპლის ოპერაციული სისტემის სტრატეგიულ განცხადებაში 1998 წელს მსოფლიოს დეველოპერების კონფერენციაზე (WWDC – WorldWide Developers Conference). სტივ ჯობსმა ( ეპლის აღმასრულებელი დირექტორი) განაცხადა, რომ Mac OS X იქნება ეგრეთ წოდებული 1999 წლის გემი, რომელშიც გაერთიანებული იქნება Mac OS (ინტეგრირებული და უსახელო ოპერაციული პროგრამა, რომელიც პირველად გამ,ოვიდა 1984 წელს მაკინტოშის კომპიუტერებთან ერთად) და Rhapsody (ეპლის მაკინტოშის ოპერაციული სისტემის კოდის სახელწოდება, რომლებზეც დაფუძნებულია Mac OS X).
ეს ოპერაციული სისტემა გაერთიანებული და მიღებულია NeXTSTEP-სა (მრავალფუნქციური ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობდა NeXT-ის კომპიუტერებზე; შეიძლება ითქვას, რომ Mac OS X არის ”პორტდაპირი შთამომავალი” NEXTSTEP-სა; გამოშვების წელი 1989 წლის 18 სექტემბერი) და OPENSTEP-სგან (არის ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების განაცხადის ინტერფეისი (API – Application Programming Interface), რომელიც პირველად გამოვიდა 1993 წელს გაერთიანებული NEXT-სა და Sun Microsystems-ის მიერ). ბევრ რამეში Mac OS X არის არა მსგავსი NEXTSTEP-სა და OPENSTEP-სა, არამედ ფაქტიურად იგივე. თუმცა, ეს ნაკლად არ უნდა ჩავთვალოთ. ეპლის სურვილი ქონდა შეექმნა ჭკვიანი რამ, რაც შეიძლება ითქვას რომ გამართლდა.
“მაკინროშის ოპერაციული სისტემა იქსი” იმსახურებს საუკეთესო შეფასებას.
ჩნდება კითხვა, რამდენად დაცულია Mac OS X ვირუსული შეტევებისგან. პასუხი კი ასეთია, იგი უფრო დაცულია, ვიდრე ვინდოუსი.
რატომ?
იმიტომ რომ იგი დაფუძნებულია Unix-ის ბირთვზე, რომელიც ყველაზე დაცული ოპერაციული სისტემაა (Unix – არის კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, რომელიც შეიქმნა ბელის ლაბორატორიაში, კომპანია AT&T-ში, 1960-1970-იან წლებში. მისი ავტორები იყვნენ კენ ტომსონი, დენის რიჩი და დუგლას მაკელროი.დროთა განმავლობაში გაჩნდა უნიქსის მრავალი ნაირსახეობა და კიდევ უფრო ბევრი სახეობა უნიქსთან თავსებადი და უნიქს-მაგვარი ოპერაციული სისტემებისა. ასეთთა რიცხვშია: ლინუქსი, ბსდ და ფრიბსდ, ოეს ათი, სოლარისი და სხვა. ). ბირთვი კი როგორც მოგეხსენებათ ყველაზე მთავარი კომპონენტია ოპერაციულ სისტემაში, რომელიც განაგებს მეხსირებას, დისკის დრაივერებს და პროცესორს.
მეორე მიზეზი ვირუსების ნაკლებობისა არის ის, რომ მაკინტოშს ყავს უფრო ნაკლები მომხმარებელი, ვიდრე ვინდოუსს. თუ ჰაკერს სურს, რომ ვირუსი შექმნას, ის აუცილებლად ფიქრობს, რომ მან დააზიანოს ოპერაციული სისტემის მომხმარებლის მაქსიმალური რაოდენობა. თუ მონაცემებს გადავხედავთ, ვინდოუსის მომხმარებლებიდან ჩვეულებრივი მომხმარებლის წილი – 80%-ია, ხოლო ეგრეთ წოდებული “business user”-ების დანარჩენი. მაკის გამოყენება მომხმარებლებში კი ასეთია: ჩვეულებრივი მომხამრებელი – 10%; საქმიანი მომხმარებელი – 90%.
მაკ ოს X-ის ვერსიები კატისებრთა ოჯახის დიდ წარმომადგენელთა სახელებს ატარებს.
10.0 – ლეოპალდი (მარტი.2001);
10.1 – პუმა (სექტემბერი.2001);
10.2 – იაგუარი (აგვისტო, 2002);
10.3 – პანტერა (ოქტომბერი, 2003);
10.4 – ვეფხვი (აპრილი, 2005);
10.5 – ლეოპარდი (ოქტომბერი, 2007);
10.6 – თოვლის ლეოპარდი (აგვისტო.2009);
10.7 – ლომი (ივლისი, 2011 წელში).
10.8 – მთის ლომი (ივლისი, 2012 წელში)
10.9 – მავერიკი (ოქტომბერი, 2013 წელში)
10.10 – იოსემიტი (ოქტომბერი, 2014 წელში)
10.11 – ელ კაპიტანი (ივნისი, 2015 წელში)