როგორ დავბლოკოთ საიტებზე წვდომა კომპიუტერიდან

თუ თქვენი შვილი დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, არის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი, ან უბრალოდ სამსახურის კომპის დაბლოკვა გინდათ არასასურველ საიტზე შესვლისაგან, ეს მასალა აგიხსნით როგორ უნდა მოახდინოთ ამა თუ იმ საიტის დაბლოკვა ძალზე მარტივი და ეფექტური მეთოდით.
შედით:
Start > Run (ან უბრალოდ Windows ღილაკი + R )
და Run-ის ფანჯარაში ჩაწერეთ შემდეგი მისამართი:

C:\WINDOWS\system32\drivers\etc\ ან უბრალოდ ჩააკოპირეთ %systemroot%\system32\drivers\etc\ და ნახეთ ფაილი: hosts

ორჯერ მიწკაპუნებით გამოჩნდება Open with ფანჯარა და პროგრამათა ჩამონათვალში აირჩიეთ Notepad. ფაილი გაიხსნება Notepad-ში და ნახავთ ასეთ რამეს :
# Copyright (c) 1993-2009 Microsoft Corp.
#
# This is a sample HOSTS file used by Microsoft TCP/IP for Windows.
#
# This file contains the mappings of IP addresses to host names. Each
# entry should be kept on an individual line. The IP address should
# be placed in the first column followed by the corresponding host name.
# The IP address and the host name should be separated by at least one
# space.
#
# Additionally, comments (such as these) may be inserted on individual
# lines or following the machine name denoted by a ‘#’ symbol.
#
# For example:
#
#      102.54.94.97     rhino.acme.com          # source server
#       38.25.63.10     x.acme.com              # x client host

# localhost name resolution is handled within DNS itself.
#    127.0.0.1       localhost
#    ::1             localhost

ქვევით მიუთითეთ დასაბლოკი საიტები ასეთი ფორმით:
127.0.0.1 http://www.youtube.com
127.0.0.1 http://www.facebook.com
127.0.0.1 http://www.twitter.com

ამის შემდეგ შეინახეთ ფაილი save as ბრძანებით დესკტოპზე  და დახურეთ ფანჯარა.

იმისათვის რომ ეს ფაილი ჩავაკოპიროთ C:\WINDOWS\system32\drivers\etc\  დირექტორიაში, უნდა მოვუხსნათ .txt გაფართოვება, ამისათვის  დააკლიკეთ Windows + R და ჩააკოპირეთ:  %SystemRoot%\System32\rundll32.exe shell32.dll,Options_RunDLL 0   ბრძანება (რაც იძახებს Folder Options, ან windows 10 ის შემთხვევაში File Explorer Options ანუ საქაღალდის პარამეტრებს. ორიგინალი ადგილმდებარეობა ამ პარამეტრის არის კონტროლ პანელში –  Control panel- Folder Options ან File Explorer Options). View ტაბში მოხსენით მონიშვნა Hide extensions for known file types ზე, რაც გამოაჩენს ჩვენს მიერ შენახული hosts ფაილის გაფართოვებას  “.txt” – ს. მარჯვენა კლიკით ფაილზე, rename ბრძანებით მოაშორეთ “.txt” გაფართოება და შეინახეთ. (კითხვაზე If you change a file extension, this file might become unusable. are you sure you want to change it? მიაკლიკეთ yes) და მიღებული ფაილი გადააკოპირეთ C:\WINDOWS\system32\drivers\etc\  დირექტორიაში, (სისტემა გაგაფრთხილებთ რომ ფაილი უკვე არსებობს, გნებავთ თუ არა შეცვალოთ იგი, რათქმაუნდა დაეთანხმეთ).

სულ ეს არი… 🙂 თუ გადაწყვეტთ რომ ეს აკრძალვა მოხსნათ, იგივე პროცედურით უბრალოდ ამოშალეთ ჩაწერილი ვებგვერდები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Up ↑

%d bloggers like this: