კომპიუტერული ტერმინები და განმარტებები

მარტივი ტერმინები რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება და ხშირ შემთხვევაში მისი განმარტება არ ვიცით:

Bit, Byte, KB, MB, GB, TB – ინფორმაციის საზომი ერთეულები. 1 byte = 8 bit, 1 kb = 1024 byte, 1 MB = 1024 KB, 1 Gb = 1024 Mb, 1 TB = 1024 GB

OSOperation System – პროგრამა, რომლის საშუალებითაც მუშაობს კომპიუტერი, მან უნდა უზრუნველყოს კომპიუტერის შემადგენელი ყველა ნაწილის (ვიდეო დაფა, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ.) მართვა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა (ცნობილი ოპერაციული სისტემებია : Windows 8.1/Windows 10, Linux, Mac OS Yosemite, OS X El Capitan.)

Motherboard – დედა დაფა, კომპიუტერის მთავარი ნაწილი (ე.წ. „პლატა”), რომელზედაც დაშენებულია კომპიუტერის მუშაობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი

CPU – Central Processing Unit – დედა დაფაზე არსებული ნაწილი, რომლის დანიშულებაა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადაცემა. მას ახასიათებენ ტაქტური სიხშირით (იზომება ჰერცებში Hz, Khz, Mhz, Ghz), რაც განსაზღვრავს მასში შესული ინფორმაცია რამდენად სწრაფად დამუშავდება. რაც უფრო სწრაფად ამუშავებს იგი მასში შესულ ინფორმაციას, მით უფრო სწრაფად მუშაობს კომპიუტერი.

Hz – სიხშირის გამომსახველი ტერმინი, აღნიშნავს 1 წამში შესრულებულ ამოცანათა რიცხვს. რა სიხშირით ამუშავებს პროცესორი მასში შესულ ინფორმაციას

Socket – პროცესორის ჩასადები ბუდე, რომელიც ინტეგრირებულია დედადაფაზე

Turbo Boost -კომპანია ინტელის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროცესორებს მიაღწიონ უფრო მეტ სიხშირეს, აჩქარების საფუძველზე

Hyper Threading – ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც ერთ ფიზიკურ ბირთვში მიდის ორი ნაკადი (იგივე Thread, გზა, რომელსაც ინფორმაცია მიჰყვება) ერთის ნაცვლად, რათა მიღებული დავალებები განაწილდეს ორად და შესრულდეს უფრო მალე

Intel Identity Protection – ტექნოლოგია, რომელიც თქვენს პირად ინფორმაციას დაიცავს, Online შესყიდვების ან საქმიანი ანგარიშების გამოყენებისას, იგი უზრუნველყოფს, ვირტუალურ სამყაროში, გავრცელებული ინფორმაციის შემგროვებელი ვირუსების, სავარაუდო შეღწევისგან, გამაფრთხილებელი შეტყობინებების მიწოდებას მომხმარებელზე

Thermal Monitoring – პროცესორის ბირთვების ტემპერატურის კონტროლი, რათა არ გადახურდეს, დიდი დატვირთვის შემთხვევაში, პროცესორი

Sandy Bridge – 32 nm მიკროარქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორებისთვის, მისი წინამორბედებისგან განსვავებით, დამახასიათებელია ნაკლები ენერგიის მოხმარება, აჩქარების მეტი პოტენციალი, მნიშვნელოვანი დანამატი ვიზუალურ და 3D შესაძლებლობებში და მონაცემთა მეტი გამტარობა

Ivy Bridge – 22 nm მიკროარქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, Ivy Bridge კიდევ უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, ჩამონტაჟებული აქვს მაღალი წარმადობის მქონე ინტეგრირებული ვიდეო დაფა (3000+ სერიიდან), გამოყენებულია მეტი გამტარები (ე.წ. ტრანსისტორები) პროცესორში

Haswell – 22 nm მიკროარქიტექტურა კომპანია ინტელის პროცესორებში, მისი წინამორბედისგან განსხვავებით Haswell-ის პროცესორებში კიდევ შემცირდა ელექტრო ენერგიას ხარჯი, ჩამონტაჟებული აქვთ მძლავრი ინტეგრირებული ვიდეო დაფები (4000+ სერიიდან), აქვთ აჩქარების მეტი პოტენციალი ვიდრე Ivy Bridge-ს და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს

Broadwell – 14 nm მიკროარქიტექტურა კომპანია ინტელის უახლეს პროცესორებში Haswell-ისგან განსხვავებით, გამოყენებულია უახლესი ინტეგრირებული ვიდეო დაფები (5100+), გაზრდილია უსაფრთხოება, გამტარობა და დაიხვეწა Hyper Threading ტექნოლოგია, გარდა ამისა გააუმჯობესეს ენერგოეფექტურობა

Celeron – პროცესორის მოდელი, რომელსაც აქვს მცირე ტევადობის მქონე ქეშ მეხსიერება და ნაკლები რაოდენობის გამტარები, მას ძირითადად იყენებენ საოფისე სამუშაოების შესასრულებლად

Pentium  – პროცესორის მოდელი, კომპანია „Intel-ის” ნაწარმი, მისი თანამორბედი Celeron-ის ტიპის პროცესორისგან გამოირჩევა Cashe მეხსიერების მეტი მოცულობით

i3, i5, i7 – კომპანია „ინტელის” უახლესი და მძლავრი პროცესორები. ამ კლასიფიკაციის პროცესორებს, მოდელების მიხედვით შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახის მონაცემები

Chipset – კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც უნდა არეგულიროს ინფორმაციის მოძრაობა დედადაფაზე სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების მიმართულებით

FSB – Front Side Bus – მონაცემთა გამტარი სალტე, რომლის საშუალებით ინფორმაცია მოძრაობს დედადაფაზე ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილის მიმართულებით

QPI – Quick Path Interconnect – FSB-ს თანამედროვე ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი გამტარობით (Hz,Khz,Mhz,Ghz)

RAM – ოპერატიული მეხსიერება, დროებითი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება დროებით, სანამ მას მიეწოდება ელექტროენერგია , კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ყველა ჩართული პროგრამა იკავებს გარკვეულ ტევადობას ოპერატიულ მეხსიერებაში , შესაბამისად რაც უფრო მეტია იგი უფრო მეტი და რთული პროგრამის გაშვებაა შესაძლებელი (ცნობილია შემდეგი მოდულები, DDR, DDR2, DDR3 და DDR4)

SRAM – სტატიკური „ოპერატიული მეხსიერება”, რომელიც იყენებს 6 ტრანსისტორიან (გამტარი) მეხსიერების ელემენტს, რათა უფრო ჩქარა მიიღოს და გასცეს ინფორმაცია, ასევე მოიხმარს ნაკლებ ენერგიას და მისი წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება

DRAM – დინამიკური „ოპერატიული მეხსიერება”, რომელიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კომპიუტერებში, იყენებს ტრანსისტორსა და კონდესატორის წყვილს, რათა დააბალანსოს „ელემენტის” არ ქონა (იხ. SRAM)

DIMM – Dual Inline Memory – DIMM-ს უწოდებენ დედადაფაზე არსებულ სპეციალურ სლოტს, სადაც თავსდება ოპერატიული მეხსიერება პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში, ხოლო soDIMM ტიპის მოდულები განკუთვნილია ნოუთბუქებისთვის.

HDD – Hard Disc Drive -კომპიუტერის მუდმივი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება, სანამ არ წავშლით. არსებობს SATA, SATA II, SATA III ტიპის მყარი დისკები ისინი განსხვავდებიან ინფორმაციის გადაცემის სიჩქარით (150 mb/s, 300 mb/s, 600 mb/s) და არსებული დისკის ბრუნის მაჩვენებლით (RPM – ბრუნი/წუთში), გვხვდება 5400, 6200 და 7200 ბრუნი/წ

SSD – Solid State Drive – ინფორმაციის მუდმივი, ფლეშ დამგროვებელი, რომელიც ჩვეულებრივი HDD-ზე (მყარი დისკზე) უმჯობესია იმით, რომ არა აქვს დისკი, სადაც ინფორმაცია მაგნიტდება. ასევე იგი (SSD), უფრო საიმედო. მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს

Video Card – კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს დედადაფაზე, ან არა ინტეგრირებული. მისი დანიშნულებაა მონიტორზე სიგნალის მიწოდება, არაინტეგრირებული ვიდეო დაფები გამოიყენება რთული გრაფიკული სამუშაოებისთვის (ვიდეო თამაშები, საარქიტექტორო პროგრამები), ხოლო ინტეგრირებული ვიდეო დაფები სახლისა (კომუნიკატორები, სოციალური ქსელები, ფილმები, მუსიკები) და ოფისის პირობებში გასართობად/სამუშაოდ

GPU – Graphic Processing Unit – გრაფიკული პროცესორი ვიდეო დაფის პროცესორი, რომელიც მოთავსებულია თავად ვიდეო დაფაზე. მისი დანიშნულებაა ვიდეო დაფის მეხსიერებიდან მიღებული ინფორმაციის გრაფიკულად დამუშავება, მის შემდგომში ეკრანზე გასაგზავნად

Bus Width – ვიდეო დაფის ლოკალური სალტე, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს და ინფორმაციას აწვდის ვიდეო დაფის მეხსიერებას და ვიდეო დაფის პროცესორს (გამოისახება Bit ერთეულებში)

VRAM – ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ცნობილია როგორც GDDR, GDDR2, GDDR3, GDDR4, GDDR5 ტიპის ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერებები, გამოირჩევიან (თავიანთ წინამორბედებზე) მონაცემთა უფრო სწრაფი გატარებით, რაც ხელს უწყობს გამოსახულების ხარისხიან და დროულ მიღებას ეკრანზე („არ ჭედავს”)

PCI Express – დედადაფაზე არსებული უნივერსალური სლოტი (1X, 4X, 8X 16X) იგი განკუთვნილია თანამედროვე ვიდეო დაფის მოსათავსებლად, ასევე მის დაბალ სიჩქარიან სლოტებში (1X 4X 8X) შეიძლება მოთავსდეს ქსელის დაფა, მოდემი, ხმის დაფა და ა.შ.

DirectX – არის სააპლიკაციო პროგრამების კომპლექტი, რომელიც განსაკუთრებით გამოიყენება მულტიმედიასთან სამუშოად, ის იძლევა საშუალებას, რომ ჩაირთოს კომპიუტერული თამაშები

Intel HD Graphics – კომპანია ინტელის მიერ წარმოებული ინტეგრირებული ვიდეო დაფები

Anti-Aliasing –  ეკრანზე გამოსახული ფიგურების ფორმების ზუსტი და სუფთა ჩვენება დეფექტების გარეშე, კომპანია Nvidia-ის მიერ შექმნილია რამდენიმე „ქვე-ტექნოლოგია” აღნიშნულის განსახორციელებლად, ესენია: TXAA, FXAA, MSAA

Nvidia DSRDynamic Super Resolution – მაღალი რეზოლუციის ჩვენების ხარისხის გადმოტანა დაბალი რეზოლუციის მქონე ეკრანზე (მაგალითად, 4K ხარისხის გადმოტანა Full HD რეზოლუციის მქონე მონიტორზე, ეკრანზე გამოსულ კადრში არსებული გამოსახულების შეკვეცის/შემცირების ხარჯზე)

Nvidia HBAO+Horizon Based Ambient Occlusion – ჩრდილების რეალისტური ჩვენება სხვადასხვა ზედაპირის მქონე ობიექტებზე (ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჩაღუნული და ა.შ.)

Nvidia VXGIVoxel Global Illumination – ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ობიექტებზე სინათლის არეკვლა იმის მიხედვით თუ როგორი სიმძლავრის არის სინათლის წყარო და როგორ კუთხით ანათებს კონკრეტულ ობიექტს

TXAA – ტექნოლოგია Nvidia-ს ვიდეო დაფებში, რომელიც უზრუნველყოფს გრაფიკული ფიგურების სუფთა ჩვენებას და რეალისტური გამოსახულების მიღებას ვიდეო თამაშებში

3D Vision – ტექნოლოგია Nvidia-ს ვიდეო დაფებში, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ სამგანზომილებიანი სიგნალი ვიდეო თამაშების ჩართვისას (ასევე შექმნილია 3D Vision 2)

VSync – ტექნოლოგია ვიდეო დაფებში, რომელიც აიძულებს გაშვებულ გრაფიკულ პროგრამასა თუ ვიდეო თამაშს განაახლოს კადრი იმავე სიჩქარით, როგორი განახლების სიჩქარეც აქვს მონიტორს

Iris Graphics – კომპანია „ინტელის” უახლესი ინტეგრირებული ვიდეო დაფები, რომლებიც მძლავრი მეხუთე თაობის პროცესორების დახმარებით აღწევენ მაღალი ხარისხის ჩვენების გამოტანას ეკრანზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინტეგრირებულია

Adaptive VSync – მისი წინამორბედისგან განსხვავებით (VSync), აღნიშნული ტექნოლოგია ავტომატურად ჩართავს/გამორთავს VSync-ს საჭიროების მიხედვით.

PhysX – კომპანია NVidia – მ (ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანია) თავისი ვიდეო დაფებისთვის შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს დამსხვრევის, კაუსტიკის, წყლის, არეკვლის და სხვა ბუნებრივი ეფექტების რეალური გარემოს შექმნას.

CUDA -ტექნოლოგია Nvidia – ს ვიდეო დაფებში. იგი შესაძლებლობას იძლევა, გრაფიკულ პროცესორში იყოს მრავალი გამომთვლელი ბირთვები, რომელიც შეასრულებს მათემატიკურ გამოთვლებს, ზოგავს ცენტრალური პროცესორის რესურსებს. მისი კოდური სახელწოდებაა FERMI

SLI- Scalable Link Interface – ტექნოლოგია, რომლის მხარდაჭერაც შეიძლება ჰქონდეს ვიდეო დაფას, ასევე დედადაფას. SLI უზრუნველყოფს, ერთდროულად ორი ვიდეო დაფის მუშაობას დედადაფაზე. ტექნოლოგია შეიმუშავა კომპანია Nvidia-მ

Nvidia Optimus – არის ტექნოლოგია, შექმნილი კომპანია Nvidea – ს მიერ, მისი საშუალებით შესაძლებელია დედადაფაზე ერთდროულად იყოს როგორც ინტეგრირებული, ასევე არაინტეგრირებული ვიდეო დაფა (საჭიროების მიხედვით გადართოს ერთიდან და მეორეზე)

AMD APU – Acelerated Processing Unit– იგივე AMD Fusion, იგი აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს და უზრუნველყოფს მათ შორის ინფორმაციის სწრაფ გადაცემას და ენერგომოხმარების შემცირებას

CrossFire – ტექნოლოგია წარმოებული კომპანია ATI – ის მიერ, ვიდეო დაფის მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. Crossfire ტექნოლოგიით შესაძლებელია პარალელურად იმუშავოს ოთხმა ვიდეოა დაფამ დედადაფაზე. ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსიაა Crossfire X

AMD Eyefinity Technology– ტექნოლოგია კომპანია ATI – ის ვიდეო დაფებისთვის. შესაძლებელია რამდენიმე დამოუკიდებელი მონიტორისთვის ვიდეო სიგნალის მიწოდება, პანორამული სამუშაო გარემოს შესაქმნელად

Driver – სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპიუტერს დაინახოს თავისივე შემადგენელი ნაწილები (ვიდეო დაფა, ხმა, ინტერნეტი) ასევე დაუკავშირდეს სხვა მოწყობილობებს,  მაგალითისთვის, პრინტერმა, რომ დაბეჭდოს, საჭიროა კომპიუტერიდან მიეთითოს ბრძანება «PRINT» ხოლო ბრძანების შესრულება დრაივერის გარეშე არ ხერხდება

Pixel – არის ეკრანის შემადგენელი უმცირესი ერთეული, იგივე წერტილი, ბევრი წერტილის ერთობლიობით შეიძლება მივიღოთ გამოსახულება, რაც მეტი იქნება წერტილების რაოდენობა, მით უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას მივიღებთ.

MS– ამ ერთეულით გამოისახება ეკრანზე კადრის დაყოვნების დრო

Resolution– რეზოლუცია, (შეიძლება აღნიშნული იყოს “გარჩევადობა” ტერმინით) არის მონიტორზე განთავსებული წერტილების რაოდენობა, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად). ერთ-ერთ კარგ გარჩევადობას Full HD – ს უწოდებენ , რომელიც შედგება 1920×1080 პიქსელისგან (ასევე არსებობს, QHD – 2560X1440, 4K – 3840X2160)

Power Sensor– ტექნოლოგია ფილიპსის მონიტორებში, რომლის მეშვეობითაც სენსორი გრძნობს როდესაც მის წინ ადამიანი ზის და ეკრანის სიკაშკაშე რეგულირდება შესაბამისად. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანმა შეწყვიტა მუშაობა და კომპიუტერი ჩართული დატოვა, იგი ეკრანს სიკაშკაშეს აკლებს, რითაც ზოგავს ენერგო მოხმარებას

Ultra Bezel Design – მონიტორებში ახალი სახის დიზაინი, რომელსაც ეკრანსა და ჩარჩოს შორის მანძილი მინიმუმამდე დაჰყავს

LCD TN – მონიტორებში, დაბალი ხედვის კუთხისა და დაბალი ფერთა დიაპაზონის მქონე ეკრანის ე.წ. „პანელი”

კონტრასტი – დინამიკური კონტრასტი და რაციონალური კონტრასტი, პირველი მიუთითებს ერთი ფერის ცვლილებას ყველაზე მუქიდან ყველაზე ღიამდე, ხოლო მეორე მიუთითებს ფერების ურთიერთზემოქმედებაზე (მაგალითად, პირველი აღინიშნება როგორც 10,000,000:1-თან, ხოლო მეორე უმეტესწილად გვხვდება როგორც 1000:1-თან)

IPS- In-Plane Switching technology – ტექნოლოგია შექმნილია კომპანია Hitachi-ს მიერ 1996 წელს, მონიტორების TN მატრიცის დაბალი ხედვის კუთხის და დაბალი ხარისხის ფერების გაუმჯობესების მიზნით. სხვა მატრიცებისგან განსხვავებით IPS გამოირჩევა უმაღლესი ხედვის კუთხით „178 გრადუსი / 178 გრადუსი” და ფერთა მაღალი დიაპაზონით

Netbook – ლეპტოპების კატეგორია, რომელიც გამოირჩევა მცირე ზომით, წონით, ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით და შედარებით დაბალი ფასით. მათ არ გააჩნიათ მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები. ის ძირითადათ გამოიყენება საოფისე საქმიანობებისთვის და ინტერნეტ კომუნიკაციისთვის. მცირე ზომიდან და წონიდან გამომდინარე, მას ხშირად ირჩევენ მოგზაურები და სტუდენტები

Battary – ელექტროენერგიის შემნახველი, Li -Ion და Li-Polymer-ის ტიპის (ყველაზე გავრცელებულია ელემენტის ეს ორი ტიპი) ელემენტები. მათი სიმძლავრე განისაზღვრება mAh-ით (მილიამპერი საათში)

LAN – Local Area Network– ლოკალური ქსელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირება. არსებობს ლოკალური ქსელის რამდენიმე სტანდარტი, რომელიც კარგია იმის მიხედვით თუ როგორი სიჩქარით გადასცემენ ინტერნეტს ან ფაილებს ამ ლოკალურ ქსელში ჩართული კომპიუტერები (Standart Ethernet – 10 მბ/წმ, Fast Ethernet – 100 მბ/წმ, Gigabit Ethernet – 1000 მბ/წმ ).

Switch -მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ლოკალური ქსელის დაყენებისთვის. მისი დანიშნულებაა გააერთიანოს რამოდენიმე კომპიუტერი ერთ ქსელში

Router – როუტერი არის მოწყობილობა, რომლის საშუალებით შეიძლება რამდენიმე ლოკალური ქსელი დაუკავშირდეს ერთმანეთს და ასევე გარე (WAN, Internet) ქსელს არსებობს როუტერები, რომელთაც შეუძლიათ უკაბელოდ ინტერნეტის მიწოდება (რადიო ტალღების საშუალებით) მათ Wireless Router-ბი ეწოდება, არსებობს უკაბელო ინტერნეტის შემდეგი სტანდარტები a/b/g/n/ac

Wi-Fi Protected Access – WPA და WPA2 – უკაბელო ინტერნეტის დაცვის სისტემა, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია დაიცვათ თქვენი ინტერნეტი სხვა პირების სარგებლობისგან

Wi-Fi Protected Setup – WPS – ღილაკი უკაბელო როუტერზე, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ WPA და WPA2 დაცვის სისტემები და დაადოთ პაროლი თქვენს ინტერნეტ კავშირს

WAN – როუტერის ქსელური პორტი, რომელიც განკუთვნილია გარე (სხვა) ქსელის შესაერთებლად

RJ45 – როუტერში ქსელთან ან ინტერნეტთან კომპიუტერის დამაკავშირებელი პორტი. ამ პორტებში შეერთებული მოწყობილობები ერთ ქსელს ქმნიან

PCI– დედადაფაზე არსებული სპეციალური სლოტი. სადაც შეიძლება მოვათავსოთ – ქსელის დაფა, მოდემი, ხმის დაფა და ა.შ.

Rj-45 – კომპიუტერის ქსელთან დამაკავშირებელი პორტი, რისი საშუალებითაც შეგვიძლია ერთმანეთს დავუკავშიროთ კომპიუტერები, იგივე დასახელების, სპეციალური კაბელის საშუალებით

Modem – მოდემი არის მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის გავლით ამყარებს ინტერნეტთან (გლობალურ ქსელთან) კავშირს და აწვდის კომპიუტერს

Rj 11 – მოდემის პორტი, რომლითაც ტელეფონის კაბელი უკავშირდება მოდემს

PS/2-მაუსის და კლავიატურის შესაერთებელი პორტები (ღია მწვანე, იისფერი). გვხვდება მხოლოდ სისტემური ბლოკების უკანა პანელზე. თანამედროვე ნოუთბუქებს ეს პორტები არ გააჩნია. ისინი შეცვალა USB პორტმა

VGA – D-Sub – ვიდეო დაფის პორტი, საიდანაც ანალოგური ვიდეო სიგნალი გამოდის და შედის. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთს დავუკავშიროთ ნოუთბუქი (არა მარტო) და LCD ტელევიზორი (მონიტორი) ან პროექტორი.

DVI – Digital Visual Interface – ვიდეო დაფის პორტი, სადაც ციფრული ვიდეო სიგნალი შედის და გამოდის. VGA პორტისგან განსხავებით მას შეუძლია მოწყობილობას მიაწოდოს უფრო ზუსტი და მაღალი (ციფრული) გარჩევადობის სიგნალი

HDMI – High Definition Multimedia Interface – პორტი, რომლის საშუალებითაც გადადის ციფრული აუდიო-ვიდეო სიგნალი უდანაკარგოდ

USB – Universal Serial Bus – უნივერსალური მაღალსიჩქარიანი პორტი, სადაც შეიძლება ნებისმიერი მოწყობილობის შეერთება, რომელთაც ეს პორტი გააჩნიათ (მაგ: პრინტერი, სკანერი, მეხსიერების ბარათი და სხვა). არსებობს USB 2.0 და USB 3.0 ვერსია (ასევე გამოვიდა 3.1 ვერსია), ეს უკანასკნელი (3.0) დაახლოებით 10 ჯერ სწრაფია მის წინამორბედზე (2.0)

ODDOptical Disc Drive – CD, DVD ან Blueray წამკითხველი. შეიძლება მისი საშუალებით ჩაიწეროს კიდევაც ინფორმაცია იგივე სახეობის დისკებზე თუ მითითებული აქვს აბრევიატურა RW (Rewrite). მისი ტექნიკური მხარე ძირითადად განისაზღვრება მონაცემების ჩაწერის და წაკითხვის სისწრაფით

Card Reader – მეხსიერების ბარათების წამკითხველი, აქ შეიძლება მოთავსდეს ერთი ან რამოდენიმე სახეობის მეხსიერების ბარათი, შესაბამისად შეიძლება მათგან ინფორმაციის გადაწერა კომპიუტერში, ასევე კომპიუტერიდან ჩაწერა მათში. MS, MS PRO, MMC, M2, SD, XD, PRO, PRO DUO მეხსიერების ბარათების სახეობებია

Bluetooth – მობილურის, კომპიუტერის და სხვა ტექნიკის შემადგენელი ნაწილი, უკაბელოდ, რადიო ტალღების მეშვეობით ინფორმაციის გადაწერის საშუალებაა, კომპიუტერიდან კომპიუტერში, ან მობილურიდან კომპიუტერში, ცნობილია შემდეგი ვერსიები Bluetooth 2.0, 2.1, 3.0, 4.0, 4.1

ჭავლური პრინტერი – პრინტერები, რომლებიც ფურცლებზე ბეჭდვის დროს იყენებენ მელანს

ლაზერული პრინტერი – პრინტერები, რომლებიც ფურცლებზე ბეჭდვის დროს იყენებენ ფხვნილს

ფურცლის წონა – პრინტერებთან მუშაობის დროს მნიშვნელობა აქვს ფურცლის წონას, თუ წონა აჭარბებს პრინტერის ქარხნული მახასიათებლების შესაბამის მაჩვენებელს, პრინტერი ვერ შეძლებს მის ამობეჭდვას

სკანირება – ინფორმაციის გადატანა ფურცლიდან (და არა მარტო) კომპიუტერში

კოპირება – არსებული ინფორმაციის ასლის შექმნა

ბეჭდვის ყოველთვიური რესურსი – მაქსიმალური რაოდენობა იმ ფურცლებისა , რომელთა ამობეჭდვას შეუძლია პრინტერს ერთ კალენდარულ თვეში

ბეჭდვის რეკომენდებული რესურსი – ერთ დამუხტვაზე/შევსებაზე რამდენი ფურცლის ამობეჭდვის შესაძლებლობა აქვს პრინტერს

Duplex – პრინტერის ფუნქცია, ამობეჭდოს ინფორმაცია ფურცლის ორივე მხარეს

Ppm –  ბეჭდვის სიჩქარის აღმნიშვნელი ერთეული (Page Per Minute , გვერდი ერთ წუთში)

DPI- Dot Per Inch – წერტილების რაოდენობა ერთ ინჩზე. რაც უფრო მეტი წერტილი იქნება ერთ ინჩზე, მით უფრო კარგი იქნება ამობეჭდილი ან კომპიუტერში გადატანილი ფაილის გამოსახულების ხარისხი

MFU– მრავალფუნქციური პრინტერი, ე.წ. კომბაინი, რომელიც ითავსებს ბეჭდვის, ფაქსის, კოპირების და სკანირების ფუნქციას

CMYK – ფერთა გამის 4 ფერიანი სისტემა პრინტერებსა და კომბაინებში. აღნიშნული აბრევიატურიდან CMYK შესაბამისად ნიშნავს Cyan – ცისფერი, Magenta – მეწამული, Yellow – ყვითელი და Black – შავი

ePrint– ტექნოლოგია HP – ს პრინტერებისთვის. რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პრინტერის, ელ-ფოსტის საშუალებით HP-ს სპეციალურ ვებ გვერდზე დარეგისტრირება. რეგისტრაციის შემდედ, თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის გაგზავნა ამავე მისამართზე, რასაც პრინტერი ავტომატურად დაბეჭდავს.

Air Print– არის Apple – ს ოპერაციული სისტემის კომპონენტი, რომლის მეშვეობით ხდება iPhone, iPad -ის და სხვა Apples მოწყობილობების უკაბელოდ კავშირი ზოგიერთი ტიპის პრინტერთან. ის არ მოითხოვს სპეციფიკურ დრაივერს პრინტერისთვის.

ფურცლის ზომები (ჩამოთვლილია ზრდადობის მიხედვით) – B5, B4, A6, A5, A4, A3, A3+

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Up ↑

%d bloggers like this: